თანამშრომლობა კიევის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობა კიევის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან


კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ფარგლებში გრძელდება თანამშრომლობა პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან.

 

20 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს კიევის ეროვნული სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის პრორექტორი ანატოლი კოლოტი და პროფესორი ოლია შევჩენკო სტუმრობდნენ.

 

შეხვედრაზე, რომელსაც ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა მარუაშვილი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი მურთაზ კვირკვაია და პროგრამის ხელმძღვანელები, პროფესორები თამარ გამსახურდია და გიგი ყუფარაძე ესწრებოდნენ, განიხილეს თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ: ერთობლივი პროექტების, სამეცნიერო კონფერენციების, ბიზნესფორუმების, საზაფხულო სკოლების, სამეცნიერო პუბლიკაციების, გაცვლითი პროგრამების მომზადების საკითხები.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს ამგვარი თანამშრომლობის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ და შემდგომი საქმიანობის თაობაზეც შეთანხმდნენ.

 

კიევის ეროვნული სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც თავისი რეიტინგით პირველია ამ პროფილის უნივერსიტეტებს შორის უკრაინაში. აღნიშნულ სასწავლებელში 15 000 სტუდენტი სწავლობს, უნივერსიტეტს 2 სასწავლო ინსტიტუტი და 15 სამეცნიერო სკოლა გააჩნია, უნივერსიტეტი 13 სახის სამეცნიერო ჟურნალს გამოსცემს.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge