ჯუბო ბერიძიშვილი „ვისბის“ პროგრამის სტიპენდიანტია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჯუბო ბერიძიშვილი „ვისბის“ პროგრამის სტიპენდიანტია

ჯუბო ბერიძიშვილი „ვისბის“ პროგრამის სტიპენდიანტია. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მაგისტრანტმა შვედური ინსტიტუტის სასტიპენდიო კონკურსში გაიმარჯვა და სწავლას შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე - „გლობალური პოლიტიკა და სოციალური ცვლილებები“, განაგრძობს.

 

დაფინანსება ითვალისწინებს როგორც სწავლის ღირებულების, ისე საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას და ყოველთვიურ სტიპენდიას. აღსანიშნავია, რომ კონკურსში 7 ქვეყნის 826 აპლიკანტი მონაწილეობდა, საიდანაც 65 გამარჯვებული შეირჩა.

 

ჯუბოსთვის ეს უკვე მეორე სტიპენდიაა. როგორც საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ის ლიტვის სახელმწიფოს დაფინანსებით კლაიპედას უნივერსიტეტში სწავლობდა.

 

ამასთან ერთად, მას „ალმა მატერის“ არაერთ საერთაშორისო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის, სტრასბურგის შემეცნებით ვიზიტში, DAAD-ისა და უნივერსიტეტის გერმანულ საგანმანათლებლო ვიზიტსა და ვურცბურგის უნივერსიტეტის ზამთრის სკოლაში.

 

უნივერსიტეტის ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს მას.