ბათუმის სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია “GRUNI - ბათუმი 2019“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბათუმის სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია “GRUNI - ბათუმი 2019“


24 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნიევერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “GRUNI- ბათუმი 2019“.

 

კონფერენციის მიზანი იყო სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიურად ჩართვა და სტიმულირება, ინოვაციურ ბიზნესგარემოსთან, საჯარო სექტორსა და აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა და კვალიფიკაციური სპეციალისტების მომზადება.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აგრეთვე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისიდან, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა.

 

საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფერენცია არის საუნივერსიტეტო ცხოვრების მთავარი ნაწილი და იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველი ასეთი შეკრება ხელს უწყობს სტუდენტების თვალით დანახული მრავალი აქტუალური საკითხის გამოტანას სახელმწიფოსა და მისი ხელმძღვანელობის წინაშე.

 

კონფერენციის მუშაობა წარიმართა სამ სექციად:

  • მმართველობითი სტანდარტების მოდიფიკაცია თანამედროვე საჯარო სექტორში;
  • ინოვაციური ბიზნესგარემო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში;
  • თანამედროვე გამოწვევები და აქტუალური საკითხები სამართალში;

 

 

სექციების მუშაობას ექსპერტებთან ერთად უძღვებოდა მოდერატორი გულო თურმანიძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, ბიზნესის და მართვის სკოლის ასისტენტი.

 

კონფერენციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია, შეფასდა კონფერენციის მუშაობა, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამეცნიერო ნაშრომების კრებული.

 

კონფერენციის დასასრულს საუკეთესო ნაშრომის წარდგენისთვის უნივერსიტეტმა ..GRUNI-ბათუმი 2019“-ის სიგელით დააჯილდოვა სტუდენტები:

 

სოფიო მიქელაძე - ქრისტინა თურმანიძე - ბიზნესისა და მართვის სკოლა;

 

ავთო ელიზბარაშვილი - ცოტნე სანაია - ბიზნესისა და მართვის სკოლა (ფინანსები);

 

ეკა ფარტენაძე - თამარ ბერიძე; ხატია შალვაშვილი - ბიზნესისა და მართვის სკოლა (ტურიზმი);

 

ლანა ფარტენაძე-ზარინა ფარტენაძე და ილია სურმანიძე - სამართლის სკოლა.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს მათ.

 

კონფერენციის მონაწილეთა სახელით ბათუმის წარმომადგენლობის საორგანიზაციო კომიტეტი მადლობას უხდის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს კონფერენციის მხარდაჭერისა და მის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის.