გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კიდევ ორი სტუდენტი გახდა DAAD-ის სტიპენდიანტი!
სოფო წიკლაური, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მაგისტრანტი, აგვისტოში დიუსელდორფში გაემგზავრება საერთაშორისო კომუნიკაციების ინსტიტუტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გერმანული ენის ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ ტრენინგებს მოიცავს.
ქეთი ნიკოლაძე, სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, ამავე მიზნით ივლისში ქალაქ ბრემენის კოლეჯში სასწავლებლად გაემგზავრება. ქეთიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, DAAD- ის სტიპენდიანტია.
უნივერსიტეტი ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს მათ.