File not found.
იტვირთება...
გრუნის პროფესორები ურბინოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორები ურბინოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე


ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თენგიზ ირემაძე, ინსტიტუტის წევრები, პროფესორები: მიხეილ გოგატიშვილი და ლალი ზაქარაძე 2018 წლის ოქტობერში მონაწილეობდნენ ურბინოს უნივერსიტეტში (იტალია) გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ეთიკა, პოლიტიკა და მსოფლიო ისტორია“ (იტალია, ურბინო, 24-27 ოქტომბერი, 2018 წ.), სადაც წარადგინეს მოხსენებები, რომლებიც შემდეგ კონფერენციის მასალების მომცველ სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდა; შდრ. Etica, Politica, Storia universale. Atti del Congresso Internazionale (Urbino, 24-27 ottobre 2018), გარდა ამისა, პროფ. თ. ირემაძის ერთ-ერთი სტატია ითარგმნა იტალიურ ენაზე და გამოქვეყნდა იტალიის ერთ-ერთ წამყვან ფილოსოფიური ჟურნალში (Magazzino di Filosofia, n. 33, anno XI, 2018-2019) – T. Iremadze, Teoria dello stato e teoria del diritto nell’Illuminismo georgiano (A. Amilachvari e J. Čilašvili), in: Magazzino di Filosofia, n. 33 (anno XI, 2018- 2019), pp. 57-71.