სამეცნიერო საქმიანობის განვითარებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა ხელშეწყობის მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან (ESI) ერთად ტრადიციულად, ყოველ წელს, ატარებს ევრაზიის მულტიდისციპლინურ ფორუმს.
6 - 7 სექტემბერს უნივერსიტეტმა მერვედ უმასპინძლა ქართველ, თურქ, იორდანელ, აზერბაიჯანელ და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების 40 მეცნიერსა და სტუდენტს. კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი კვლევის შედეგები მედიცინის, სამართლის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროში და კონფერენციაზე ერთმანეთს გამოცდილებაც გაუზიარეს. საქართველოსა და უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობაც დაიგეგმა.
ფორუმის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს უნივერსიტეტი კრებულის სახით გამოსცემს.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2011 წლიდან თანამშრომლობს ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან (მაკედონია).
საკონტაქტო პირი: თ.თავხელიძე - t.tavkhelidze@gruni.edu.ge