გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანეს სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კრებული: “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები“.
კრებულში წარმოდგენილია საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქართველი და გერმანელი მეცნიერების მიერ წაკითხული ლექციები ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური საკითხების შესახებ, კერძოდ: ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის, პირადი ცხოვრებისა და მონაცემთა დაცვის უფლების ევროპული სტანდარტების, ეროვნულ - სამართლებრივ სისტემებში ადამიანის უფლებათა დაცვის, ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობის, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
საზაფხულო სკოლა 2019 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა და მის მუშაობაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ვურცბურგისა და იენას უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
საზაფხულო სკოლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა.