უნივერსიტეტმა ფრანგული ენის პედაგოგებს უმასპინძლა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტმა ფრანგული ენის პედაგოგებს უმასპინძლა


6 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) თანამშრომლობის ფარგლებში, უმასპინძლა საქართველოს საშუალო სკოლების ფრანგული ენის პედაგოგებს.

 

შეხვედრაზე განიხილეს ჩვენს ქვეყანაში ფრანკოფონიასთან დაკავშირებით არსებული მიღწევები და გამოწვევები, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები აღნიშნული პრობლემების გადაჭრის თაობაზე.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო და სკოლების წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის თაობაზეც შეთანხმდნენ.

 

შეხვედრას ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ღარიბაშვილი ესწრებოდა.

 

უნივერსიტეტი 2018 წელს გახდა სააგენტოს სრულუფლებიანი წევრი და მასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს ფრანკოფონი სტუდენტების ხელშეწყობისა და ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების მიზნით.