ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტების გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა

ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტების გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა


2025 წლის 27 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა.

 

მეცადინეობა დაიგეგმა სასწავლო დისციპლინების: “მასპინძლობის მენეჯმენტი“ და “მომსახურების მარკეტინგის პრინციპები“, სილაბუსებით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში.

 

სააგენტოს დირექტორი - ზაურ ახვლედიანი, სტუდენტებს ესაუბრა მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობის, ურბანული კულტურული მემკვიდრეობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ახალგაზრდები შოთა მამულაძის სახელობის გონიოს სამეცნიერო - კვლევით ცენტრსაც სტუმრობდნენ.

 

გასვლით პრაქტიკულ მეცადინეობას ხელმძღვანელობდა გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი - ნინო ხახუბია.