ნინო შოშიტაშვილი
განათლება:
1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია - სოციოლოგი.
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ასპირანტურა.
2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა.
აკადემიური ხარისხი: სოციოლოგიის დოქტორი.
პროფესიული გამოცდილება:
2011 წლიდან - დღემდე არის გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (მასობრივი კომუნიკაცია)
2018-2020 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიწვეული პროფესორი; საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი.
2011-2017 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი.
2000-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად.
1993-2010 წლებში მუშაობდა პირველი არხზე სოციოლოგად. ამავდროულად იყო სატელევიზიო გადაცემების ავტორი და ჟურნალისტი.
არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში. გამოქვეყნებული აქვს კვლევა "„ტელემედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა პოსტრევოლუციურ (2003–2009) საქართველოში“.
გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები საერთაშორისო ფინანსური კონტროლის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალის მართვის, საუნივერსიტეტო თანამედროვე სწავლების მიმართულებებით.