2025 წლის 19 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა მედიცინის მიმართულების სტუდენტთა ინგლისურენოვანი სამეცნიერო კონფერენცია „პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში“.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის წარმოდგენილი იყო 60-მდე თეზისი, რომელთაგან საუკეთესოდ მიჩნეულ იქნა ოცი - მედიცინის ისტორიის, ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ.
გრუნის სტუდენტებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის სამედიცინო აკადემიისა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
აღსანიშნავია წარმოდგენილი მოხსენებების საინტერესო თემატიკა, სტუდენტების მცდელობა კვლევითი და შემოქმედებითი უნარების წარმოსაჩენად.
კონფერენციით გამართვით ჩაეყარა საფუძველი სტუდენტთა მომავალ სამეცნიერო აქტივობასა და სხვა უნივერსიტეტებთან ნაყოფიერ ურთიერთობას.
კონფერენციის მასალები გამოიცემა კრებულად.