File not found.
იტვირთება...
დეკანი

დეკანი

ანა თეგეთაშვილი

 

2002 წელს დაამთავრა თბილიის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი, პროფესიით ექიმი მკურნალი.

 

აგრძელებს სწავლას გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე – საკვლევი თემა - საქართველოს სტაციონარული დაწესებულებების რეფორმირების თანამედროვე ტენდენციები ;

 

ანა თეგეთაშვილს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები საერთაშორისო ფინანსური კონტროლის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალის მართვის, საუნივერსიტეტო თანამედროვე სწავლების მიმართულებებით.

 

 

სამუშაო გამოცდილება:

 

2002-2005წწ მუშაობდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმ პედიატრად;

 

2009 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში;

 

2014-2015 წწ - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მედიცინის სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი;

 

2015-2016 წწ - მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილე და ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი;

 

2016 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანი;

 

2017 წლიდან არჩეულია საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის გამგეობის წევრად;

 

2019 წლიდან არჩეულია საქართველოს ჯანდაცვის ადმინისტრატორთა გამგეობის წევრად;

 

 

ანა თეგეთაშვილი არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. რომელიც ძირითადად დასტამბულია საერთაშორისო გამოცემებში.

2020 წელს მისი თანაავტორობით ქართულ ენაზე გამოცემულია პირველი სახელმძღვანელო “ჯანმრთელობის ხელშეწყობა” სტუდენტებისათვის და ექიმებისათვის.

2019 წლიდან დღემდე როგორც პედაგოგი იგი ჩართულია ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე კლინიკური მენეჯერების გადამზადების პროგრამაში;

 

ანა თეგეთაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ორგანიზატორს და მომხსენებელს რიგ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში.

2016 წელს ანა თეგეთაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით ორგანიზებულ იქნა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “სამედიცინო ტურიზმი საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები“.

 

ანა თეგეთაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით მედიცინის სკოლის მიერ ხორციელდება ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციები.

 

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

 

ტელ: (+995 32) 2384406 (600); (+995 32) 2382706 (600)

ელ. ფოსტა: a.tegetashvili@gruni.edu.ge