ჩუქების ხელშეკრულება ფართოდ გავრცელებული ხელშეკრულებაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. კანონმდებლობა აღნიშნულ ხელშეკრულებას ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებების რიგში განიხილავს, რადგან ჩუქების ხელშეკრულების მთავარი მიზანია გამოხატოს მესაკუთრის ნება, უსასყიდლოდ გაიღოს ან გააუმჯობესოს, სხვისი ფინანსური მდგომარეობა. ჩუქების მთავარი მახასიათებელი ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათია, იმ მნიშვნელობით, რომ საჩუქრის გამცემი პირი არ ელოდება სანაცვლოდ დაბრუნებულ საჩუქარს ან მომსახურებას. აღნიშნული პრინციპის არსს ეჭვქვეშ აყენებს ჩუქების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი - საჩუქრის დაპირება. გარიგება, რომლითაც ნივთი ან ქონებრივი უფლება მფლობელზე გადადის მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ არ შეიძლება ჩაითვალოს ჩუქების ხელშეკრულებად. ქართული სამართლის მიხედვით ბუნდოვანია საკითხი ჩუქების დაპირების თაობაზე, არსებობს მოსაზრება, რომ ჩუქების დაპირება წინარე ხელშეკრულებაა, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ვალდებულებასთან, რომლის საგანიც იქნება მომავალში ძირითადი ხელშეკრულების კონკრეტული პირობების გაფორმება. ჩუქების დაპირება მომავალში ჩუქების ხელშეკულების დადების საფუძველი ხდება, აღნიშნულიდან გამომდინარე იგი წინასწარ შეთანხმებას წარმოადგენს, რის გამოც ჯერ კიდევ არ შეიძლება მისი დამოუკიდებელ, ჩუქების ხელშეკრულებად მიჩნევა სსკ-525-ე მუხლის მესამე დანაწესის შესაბამისად საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას, მაშინ თუ ეს ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არის დადებული,
როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩუქების ხელშეკრულება არის უსასყიდლო გარიგება, რომლის დროსაც შემომწირველი გადასცემს ქონებას ან საკუთრებაში არსებულ უფლებას, მჩუქებელს მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი განაცხადებს თანხმობას, მიიღოს გადაცემული ქონება ან უფლება. როდესაც საუბარია ქონებაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩუქების საგანი შესაძლებელია იყოს ის ქონება, რომელსაც გამჩუქებელი ფლობს ხელშეკრულების დადების მომენტში, სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩუქების ხელშეკრულების „რეალური ბუნება“. რადგან ხელშეკრულება დადებულად ითვლება, ნივთის გადაცემის შემდეგ. რაც შეეხება, ჩუქების დაპირებას, იგი თავის მხრივ საფუძვლიან ეჭვს ბადებს, ჩუქების ხელშეკრულების შინაარსთან მიმართებაში. ნორმის დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა გონივრული ხარვეზები, რომელიც არ იძლევა ასეთი ხელშეკრულების, ჩუქების ხელშეკრულების მიჩნევის საფუძველს.
როდესაც საუბარია, ჩუქების დაპირებაზე პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, საჩუქრის გადაცემამდე, შეპირებული პირის გარდაცვალება რამდენად არის დაკავშირებული ჩუქების დაპირების გაუქმებასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო პრაქტიკა ბუნდოვანია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ თუ გათვალისწინებულ იქნება, ჩუქების ხელშეკრულების პოზიტიური და რეალური ბუნება, შესაძლოა გამოიწვიოს ჩუქების დაპირების გაუქმება. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 2301-ე პარაგრაფის თანახმად, იმ ჩუქების დაპირების მიმართ, რომელსაც შემპირებელი დებს იმ პირობით, რომ დასაჩუქრებული ცოცხალი უნდა იყოს მჩუქებლის გარდაცვალების მომენტისთვის, გამოიყენება საანდერძო დანაკისრის მიმართ მოქმედი ნორმები. რაც შეეხება, სამართლებრივ შედეგს, რაც უკავშირდება შემომწირველის გარდაცვალებას, შეპირებული საჩუქრის გადაცემის მომენტის დადგომამდე, ზემო აღნიშნული დაკავშირებულია დაპირებული სარგებლის ბუნებასთან, რაც გულისხმობს შემდეგს, თუ ქონება მატერიალურ ხასიათს ატარებს და ეს ქონება შემპირებლის საკუთრებაშია ჩუქების დაპირების მომენტში, დაპირებული საჩუქრის გადაცემის ვალდებულება უნდა გადავიდეს შემპირებლის მემკვიდრეებზე, ხოლო თუკი დაპირებული საჩუქარის გადაცემის ვალდებულება პირადი ხასიათისაა და მისი შესრულება დაკავშირებულია უშუალოდ დამპირებლის პიროვნებასთან, მაშინ ჩუქების დაპირება ძალას კარგავს. საინტერესოა საკითხი, როდესაც ჩუქების დაპირება ზეპირი ფორმით მოხდა, თუმცა შემპირებელმა მაინც გადასცა დასაჩუქრებულს შეპირებული საჩუქარი, სადაც მხარეს შესაძლოა გაუჩნდეს პრეტენზია, აღნიშნული ნივთი გამოითხოვოს უსაფუძლო გამდიდრების მუხლების მითითებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 518-ე პარაგრაფის მეორე ნაწილის ითვალისწინებს, რომ „ჩუქების დაპირებისას ფორმის ნაკლი სწორდება შეპირებული ვალდებულების შესრულების განხორცილებისას“.