სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა იწყება

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-8 ნაკადს:

 

- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA მინიმუმ - 3.0);

 

- აგრეთვე იმ პირებისათვის, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოაღნიშნული აკადემიური მოსწრებით და სწავლის დასრულებიდან არ არის გასული 2 წელიწადზე მეტი.

 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი-თანხმობა შესაბამისი ფორმით სტუდენტმა უნდა შეავსონ მიმდინარე წლის 31 მარტამდე.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - 599 776 771