გამარჯვება ერაზმუს+ (Erasmus+) პროგრამის მობილობა+ პროექტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გამარჯვება ერაზმუს+ (Erasmus+) პროგრამის მობილობა+ პროექტში


ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის მობილობა + პროექტის ფარგლებში შეირჩა ერთი სტუდენტი, ერთი აკადემიური და ერთი ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებსაც უმასპინძლებს პორტოს უნივერსიტეტი.

 

ესენი არიან:

ანი არველაძე - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლის სტუდენტი, რომელიც პორტოს უნივერსტეტში ერთი სემესტრით გაემგზავრება.

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი თამარ დოლიძე, რომელიც პორტოს უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს 2016 წლის 8-14 მაისს.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი პროფესორი მურთაზ კვირკვაია, რომელიც 2016 წლის 27 ივნისიდან 2 ივლისამდე პორტოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად იმუშავებს სხვადასხვა პროექტებზე.

 

პროექტი სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26