ვებინარი: „COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებზე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვებინარი: „COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებზე“


4 ივლისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ინიციატივით, გაიმართა ვებინარი, რომელმაც განიხილა COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებზე.

 

აღინიშნა, რომ პანდემიის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თავისი სიტყვა უნდა თქვას განათლებამ. უნივერსიტეტების პროფესურამ და ექსპერტებმა თავიანთი მოსაზრებები უნდა გაუზიარონ ხელისუფლებასა და საზოგადოებას. ასეთი განხილვები და შეფასებები საყურადღებოა არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ყველა სხვა სფეროს შემდგომი განვითარების თვალსაზრისითაც.

 

ვებინარში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები: მურთაზ კვირკვაია, ვახტანგ ჭარაია, მაკა ფირანაშვილი, თამარ გამსახურდია, ვასილ კიკუტაძე და ნათია დაღელიშვილი.

 

ვებინარის მონაწილეებმა ისაუბრეს პანდემიის გამო ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით შექმნილი ვითარების შესახებ და წარმოადგინეს საინტერესო წინადადებები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კერძოდ, განხილულ იქნა: პანდემია და მსოფლიოს ახალი ეკონომიკური წესრიგი, საერთაშორისო ვაჭრობა და ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულების 6 წლის შედეგები - ექსპორტი და რეექსპორტი, ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივები, ტურიზმი - საქართველოს ეკონომიკის ასაღორძინებლად, ელექტრონული სწავლება და მისი განვითარების აუცილებლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

უნივერსიტეტი განაგრძობს ვებინარების ფორმატით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, ამასთანავე, ის მზად არის უპასუხოს ყველა კითხვას, რომლებიც განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების მიერ დაისმება.