გამოქვეყნდა საერთაშორისო კონფერენციის „მედია და განათლება“ მასალები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გამოქვეყნდა საერთაშორისო კონფერენციის „მედია და განათლება“ მასალები


გამოქვეყნდა გრუნის, პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხარკოვის, პეტრე ვასილენკოს სახელობის უნივერსიტეტის, მიერ ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის -„მედია და განათლება“, მასალები.  რედაქტორები: იან ხრომი და კატერჟინა ბერკოვა.

 

კონფერენციის მუშაობაში გრიგოლ რობაქიძის  სახელობის უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ:  თამარ გაგოშიძე - ასოცირებული პროფესორი, გოჩა ოჩიგავა - ასოცირებული პროფესორი, ელისო ჩაფიძე - მოწვეული პროფესორი, როზმარინა დუბოვსკა - საპატიო დოქტორი,  ლანა ყურაშვილი - დოქტორანტი.

 

გრუნის მხრიდან საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო გარანტორებს წარმოადგენდნენ: საპატიო დოქტორი როზმარინა დუბოვსკა და ასოცირებული პროფესორები: ამირან მოსულიშვილი, გიორგი მირიანაშვილი და გოჩა ოჩიგავა.

 

გრუნი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის ბატონ იან ხრომის და ქალბატონ როზმარინა დუბოვსკას. ასევე, კონფერენციის თითოეულ მონაწილეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.media4u.cz/mav/9788087570609.pdf

 

სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი