სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15, საშემოდგომო ნაკადს.
სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 და ზევით).
აგრეთვე, იმ პირებს რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოაღნიშნული აკადემიური მოსწრებით და მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელზე მეტი.
გთხოვთ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე, თანდართული ცხრილის შესაბამისად, გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები ელ. ფოსტაზე:m.lomia@gruni.edu.ge
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსს მერი ლომიას: 599 776 771 ან სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2197755
შენიშვნა: სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, რომლებმაც ერთხელ უკვე ისარგებლეს ამ პროგრამით.