იტვირთება...
მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება:

 

2026 წლის 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით
 

11:00 – 18:00 საათამდე (კვირის გარდა)
 

202- აუდიტორია

 

მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განაცხადი (ივსება ადგილზე);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
  4. ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
  5. სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის;
  6. CV თანდართული ფორმით;
  7. რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

2025–2026 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის

თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს:

  • კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ორგანოს დასახელებას;
  • გადაწყვეტილების ნომერსა და თარიღს;
  • დიპლომის გაცემის კონკრეტულ თარიღს.

 

პროგრამებზე დაშვების სპეციალური წინაპირობები

კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირება

აუცილებელია:

  • ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია.

სამართალი

აუცილებელია:

  • სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია.

 

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს.

თანხის გადახდა შესაძლებელია:

 

სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22

მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“

საიდენტიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

 

გაითვალისწინეთ! რეგისტრირებულად ჩაითვლებით მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდის შემდეგ.

 

გასაუბრება / ტესტირება

ა. სამართლის სკოლა

კანდიდატი უფლებამოსილია გასაუბრება გაიაროს არჩევითი მიმართულებით. საკითხები იხილეთ:

  1. საჯარო სამართალი;
  2. კერძო სამართალი;
  3. სისხლის სამართალი.

ბ. ბიზნესისა და მართვის სკოლა - ბიზნესის ადმინისტრირება საკითხები იხილეთ;

გ. მდგრადი ბიზნესის ტრანსფორმაცია - იხილეთ;

დ. მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტი - იხილეთ;

ე. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა, ციფრული მმართველობა - საკითხები იხილეთ;

ვ. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა - პროგრამების მიხედვით საკითხები იხილეთ:

  1. მასობრივი კომუნიკაცია - საკითხები იხილეთ;
  2. კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირება - საკითხები იხილეთ;

 

უნივერსიტეტის შიდა გამოცდების განრიგი

გასაუბრება

2026 წლის 14–15 სექტემბერი

უცხო ენის ტესტირება

2026 წლის 16 სექტემბერი

 

უცხო ენის ტესტირება ტარდება

  • სამართალი – ინგლისური ან გერმანული ენა;
  • მასობრივი კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა – ინგლისური ან ფრანგული ენა;
  • ბიზნესის ადმინისტრირება – ინგლისური ენა;
  • ციფრული მმართველობა – ინგლისური ენა;
  • კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირება – ინგლისური ენა;
  • მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტი – ინგლისური ენა;
  • მდგრადი ბიზნესის ტრანსფორმაცია – ინგლისური ენა.

 

სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატი თავისუფლდება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის გამოცდისგან, თუ კანდიდატს აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ;

წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს არანაკლებ B2 დონეს.

ასეთ სერტიფიკატებად მიიჩნევა: IELTS Academic, TOEFL iBT, Cambridge English Qualifications (FCE, CAE, CPE), PTE Academic, LanguageCert ESOL, Michigan English Test (MET), TOEIC, APTIS ან სხვა საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე.

 

სერტიფიკატი წარმოდგენილი უნდა იყოს მოქმედი ვადით, ხოლო იმ სერტიფიკატების შემთხვევაში, რომელთათვისაც საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულია მოქმედების ვადა, მისი გაცემიდან არ უნდა იყოს გასული 2 წელზე მეტი.

 

უცხო ენის ტესტის ნიმუში (ანალოგიურ საკითხებს შეიცავს გერმანული და ფრანგული ენების ტესტი).

 

გამოცდების შედეგები

გამოქვეყნდება 18 სექტემბერს;

შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების გაფორმება

2026 წლის 21–22 სექტემბერი

 

აკადემიური რეგისტრაცია

2026 წლის 23, 24 და 25 სექტემბერი

 

სასწავლო პროცესის დაწყება

2026 წლის 28 სექტემბერი

 

საკონტაქტო პირი:

ხატია მარკოზაშვილი

ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge

 

დავით თარაშვილი

ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;

ტელ: +995 32 38 44 06 (126)