თანამშრომლობა „ჰორიზონტი ევროპასთან“ და წლის შემაჯამებელი შეხვედრა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობა „ჰორიზონტი ევროპასთან“ და წლის შემაჯამებელი შეხვედრა

27 დეკემბერს გაიმართა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის 2024 წლის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს წლის შედეგები, გამოწვევები, მიღწევები და 2025 წლის გეგმები.

 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის რეგიონალური წამომადგენლები და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელები, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - გოჩა ოჩიგავა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს „ჰორიზონტი ევროპასთან“ თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილება და დაგეგმეს შემდგომი საქმიანობა.

 

წლის განმავლობაში გრუნი ნაყოფიერად თანამშრომლობდა „ჰორიზონტი ევროპასთან“, საანგარიშო პერიოდში გაიმართა: 10 საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც 75 პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა და 7 ინდივიდუალური კონსულტაცია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

საინფორმაციო უზრუნველყოფა:

წყარო: https://www.gruni.edu.ge/main/news/1717762826

წყარო: https://www.gruni.edu.ge/main/news/1714585281

წყარო: https://gruni.edu.ge/main/news/1727282514

წყარო: https://www.gruni.edu.ge/main/news/1722593183

წყარო: https://www.gruni.edu.ge/main/news/1722250106

წყარო: https://www.gruni.edu.ge/main/news/1733481223

წყარო: https://www.gruni.edu.ge/main/news/1733461350