„ჰორიზონტი ევროპა“ გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ჰორიზონტი ევროპა“ გრუნიში


31 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საინფორმაციო სემინარი.

 

სემინარი მიზნად ისახავდა აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების ინფორმირებას სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაფინანსდეს „ჰორიზონტი ევროპას“ მიერ.

 

უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე მიესალმა სემინარის მონაწილეებს და წარმატებები უსურვა. „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ოფისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლევან ხეცურიანმა და ოფისის თანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და პერსონალსა და ახალგაზრდა მკვლევრებს გააცნეს კვლევითი შესაძლებლობების გაფართოების, უკეთ წარმოჩენისა და საგრანტო მხარდაჭერის ძირითადი მოთხოვნები, გრანტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურები და სხვ. სემინარის პროგრამა საინტერესოდ აიგო:

 

  1. ნინო როდონაია: „გაფართოების ჰორიზონტალური სვეტი (WIDENING) და კონკურსი Hop-On“ - ევროპის კვლევითი სივრცის გაფართოების ეროვნული საკონტაქტო პირი;
  2. თეონა მაისურაძე: „შესაძლებლობები დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის“ - მარია სკლადოვსკა კიურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირი;
  3. ნინო ნანავა: „ჯანმრთელობის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსების მიმოხილვა“ - ჯანმრთელობის კლასტერის ეროვნული საკონტაქტო პირი;
  4. თამარ ბერბერაშვილი: „სამოქალაქო უსაფრთხოების, ციფრული ტექნოლოგიების და ინდუსტრიის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსების მიმოხილვა“ - მეორე, მესამე და მეოთხე კლასტერების ეროვნული საკონტაქტო პირი;
  5. ანა გოლეთიანი: „ბიზნესის, კვლევისა და უმაღლესი განათლების სფეროს ინოვაციების კომერციალიზაციის შესაძლებლობები „ჰორიზონტი ევროპა" პროგრამის ჩარჩოში“ - ევროპის ინოვაციების საბჭო და ევროპის ინოვაციების ეკოსისტემის ეროვნული საკონტაქტო პირი;
  6. ეკატერინე სანაია: „ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობები“ ევროპის კვლევის საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირი.

 

სემინარზე ბევრი კითხვა დაისვა, რაზეც მსმენელებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნივერსიტეტის სპეციალური წარმომადგენელი გრუნის სამეცნიერო პერსონალსა და დოქტორანტებს სისტემატურად გააცნობს ინფორმაციას ახალი პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ.

 

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალი ონლაინ ფორმატით, სულ 50-მდე აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

 

თანამშრომლებისთვის (ჩატარებული ტრენინგები):

gruni.edu.ge/footer_content/index/431/1447832167