2025 წლის 2 დეკემბერს კომპანია „ტენესა“ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, განივითარებენ პროფესიულ უნარებსა და იმუშავებენ თანამედროვე ბიზნესსექტორის მოთხოვნებთან შესაბამის გარემოში.
თანამშრომლობა მოიცავს:
- ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას;
- სტაჟირებისა და კორპორაციული პრაქტიკის პროგრამების ორგანიზებას;
- სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას;
- თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. ადაპტირებული სასწავლო პროგრამების/კურსების განვითარებას.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიული მომზადების გაძლიერებასა და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობის კულტურის განვითარებას

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა