გოჩა ოჩიგავა - AI ტრენინგის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გოჩა ოჩიგავა - AI ტრენინგის მონაწილე

მიმდინარე წლის 26-28 ნოემბერს „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, გაიმართა "AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის“ (AI Bootcamp for Research Managers).

 

ტრენინგის მონაწილეებმა შეიძინეს ის პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რაც მათ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმებზე საპროექტო განაცხადების მომზადებაში დაეხმარება.

 

ტრენინგს უძღვებოდა უცხოელი ექსპერტი/ტრენერი ისრაელიდან - ევი სტეიმენი, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნებთან და ინსტიტუციებთან.

 

ინტერაქტიულმა მიდგომამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა პრაქტიკული სწავლების პროცესში აეთვისებინათ AI პლატფორმების გამოყენება კვლევითი თუ სხვა სახის პროექტებისთვის.

 

ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდული ფორმატით.

 

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა, რომელიც მიღებულ ცოდნას, სხვადასხვა ფორმით, გაუზიარებს გრუნის აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს.

 

გრუნი აგრძელებს „ჰორიზონტი ევროპასთან“ აქტიურ თანამშრომლობას.