გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური) - 3 ვაკანტური ადგილი;
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) - 3 ვაკანტური ადგილი
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) - 14 ვაკანტური ადგილი
პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი სასწავლო წელი, 60 კრედიტი; ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 25-27 სექტემბერს, 11:00-18:00 საათამდე.
საბუთების ნუსხა:
- განცხადება (ივსება ადგილზე);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შესახებ;
- CV (უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფორმით)
- სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისთვის;
- 2 ფოტოსურათი (3X4), CD დისკთან ერთად.
რეგიისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:
სააქციო საზოგადოება “ხალიკ ბანკი საქართველო“
საბანკო კოდი – HABGGE22
მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE91HB0000000006903602
1.უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ზოგად პროფესიულ უნარებში ჩატარდება მიმდინარე წლის 28 სექტემბერს 15/00 საათზე;
გამოცდაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საგნის გამოცდა.
აპლიკანტმა უნდა მოახდინოს შესაბამისი საგნის მიხედვით, მის მიერ შერჩეული თემის ფარგლებში დამუშავებული გაკვეთილის მოდელის პრეზენტაცია (კრიტერიუმები იხილეთ); ხოლო, მათ ვისაც არ აქვს პედაგოგიური გამოცდილება, გამოცდა ჩატარდება ქეისების ანალიზში (კრიტერიუმები იხილეთ);
2. გამოცდის შედეგი გამოქვეყნდება - 2017 წლის 28 სექტემბერს;
3. სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და აპლიკანტს შორის - 2017 წლის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრისჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა);
4. რექტორის ბრძანება ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2017 წლის 4 ოქტომბერისა.
საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე-სტუდენტური სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 38 44 06 (107)