დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მუშაობდა მასალების წინააღმდეგობის ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ასისტენტად, უფროს ინჟინრად; იყო თავმჯდომარის მოადგილე.
1994.I-1994.X - იყო ქუთაისის კონტროლის პალატის თავმჯდომარე,
1994.X-1995.XII - იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე,
1995.XII-1999.XI - იმერეთის რეგიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
1999-2004 საქართველოს პარლამენტის წევრი:
1995.XI-2002.V - ბიუჯეტის კონტროლის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
1995.XI-2004.IV - ეკონომიკის საკითხებში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი; საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების და საზღვარგარეთიდან ეროვნული საგანძურის დაბრუნების საქმეების შემსწავლელი პარლამენტის კომისიის წევრი.
2004 წლის აპრილიდან - დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, ეკონომისტი და კონსულტანტი.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა თემატურ ჯგუფს „ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და გარემო“ (2011.XII-2013.II), სადაც შემუშავდა „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია“. ის არის ამ კონცეფციის ხელმძღვანელი და თანაავტორი.
2014 წლიდან არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
2014 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს რობაქიძის უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსებზე „დაბეგვრის თეორია“ და ხელმძღვანელობს პრობლემურ სემინარს „ბიზნესის მდგრადი განვითარება“. 2016 წლის სექტემბრიდან არის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
2016 წლიდან სექტემბრამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კითხულობდა სალექციო კურსს ფინანსური მენეჯმენტის და მედია მენეჯმენტის ბიზნეს მოდელირების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. ამ პერიოდიდან იგი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და კვლევა მექანიკის, სახელმწიფო ბიუჯეტის, ეკონომიკისა და სისტემური ტრანსფორმაციის სხვადასხვა საკითხებზე. არის 4 სახელმძღვანელოსა და ორი მონოგრაფიის („საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები“ (2003) და „ტერიტორიული ბიუჯეტები. ანალიზის მეთოდები, სტრატეგია და რეკომენდაციები“ (1999) და პუბლიცისტური წიგნის „მომავლის ხედვა მოითხოვს თავისუფლების განცდას“ (1997) ავტორი.
1200-ზე მეტი ინტერვიუს, პუბლიცისტური და ანალიტიკური სტატიის ავტორი ქართულ მედიაში.