დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მუშაობდა მასალათა გამძლეობის კათედრის ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად, უფროს ინჟინრად; იყო კათედრის გამგის მოადგილე, კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი.
1994.I-1994.X – იყო ქუთაისის კონტროლის პალატის თავმჯდომარე,
1994.X-1995.XII – იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე,
1995.XII -1999.XI – იმერეთის რეგიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
1999-2004 – წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი:
1995.XI-2002.V – ბიუჯეტის კონტროლის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
1995.XI-2004.IV – პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე, ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელი დრო-ებითი საგამოძიებო კომისიის წევრი; უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებული ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის წევრი და სხვა.
2004 წლის აპრილიდან - დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, ეკონომიკის ექსპერტი და კონსულტანტი.
საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებაში“ ხელმძღვანელობდა თემატურ ჯგუფს “ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა“ (2011.XII-2013.II), სადაც შემუშავებული იქნა “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია“. იგი ამ კონცეფციის ხელმძღვანელი და თანაავტორია.
2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
2014 წლიდან დღემდე რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს მაგისტრანტებისათვის “დაბეგვრის თეორია“ და მიყავს პრობლემური სემინარი “ბიზნესის მდგრადი განვითარება“. 2016 წლის სექტემბრიდან არის ამ უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
2016 წლიდან სექტემბრიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ''ფინანსური მენეჯმენტში'' და ''მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ) [მის-ის) ბიზნეს-მოდელირება''. ამავე პერიოდიდან არის ამ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და კვლევა მექანიკის, სახელმწიფო ბიუჯეტის, ეკონომიკისა და სისტემური ტრანსფორმაციის სხვადასხვა საკითხებზე. არის 4 სახელმძღვანელოსა და ორი მონოგრაფიისა [„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები“ (2003) და «ტერიტორიული ბიუჯეტები. ანალიზის მეთოდიკა. სტრატეგია. რეკომენდაციები» (1999)] და პუბლიცისტური ხასიათის წიგნის «მომავლის ხედვას თავისუფლების შეგრძნება სჭირდება» (1997) ავტორი.
უკანასკნელ წლებში ქართულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში 1200-ზე მეტი ინტერვიუს, პუბლიცისტური და ანალიტიკური ხასიათის შეფასებისა და სტატიის ავტორი.