პერსონალი
გივი (გიგი) ყუფარაძე დაიბადა ქ. თბილისში 1964 წლის 2 იანვარს.
1980 წელს დაამთავრა თბილისის 101-ე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, ხოლო 1986 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი წითელ დიპლომზე.
1986 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკურ ორდინატორად;
1993-98 წლებში იყო კურორტ უჯარმის დირექტორი.
1998 წელს დაინიშნა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის რეკრეაციისა და კურორტების განვითარების სამმართველოს უფროსად, ხოლო შემდეგ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.
1999- 2007 წლებში იკავებდა საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას.
არის შპს „მოგზაურის“, „მეგასპორტის“, „მოგზაური + ს“, „გუდაური რენტისა“ და „სათავგადასავლო პარკის“ დამფუძნებელი.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები და სტატიები. არის რვა სალექციო კურსის ავტორი.
სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს:
მონაწილეობდა თურქეთ-საქართველოს სამთავრობათაშორისო და ეგვიპტე-საქართველოს სამთავრობათაშორისო კომისიების მუშობაში.
დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის ორი მადლობით.
არის საქართველოს ტურიზმის დამსახურებული მუშაკი და უკრაინის ტურიზმის დამსახურებული მუშაკი.
Welcome to adminpanel
Severity: Notice
Message: Undefined variable: school_name
Filename: blocks/asideleftschool.php
Line Number: 3
School Home Manage School Blocks Manage personnel Block Manage School menu Manage School Slider Manage School Personal Manage School Popup
You are logged in as admin, Sign out
დოქტორი თინათინ მშვიდობაძე არის კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარი. 2023 წლიდან იგი იკავებს ასისტენტ პროფესორის პოზიციას ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლაში.
თინათინ მშვიდობაძემ კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორის ხარისხი მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2009 წელს. ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს ინფორმატიკის ბაკალავრის ხარისხი (1995).
დოქტორანტურის პერიოდში, თინათინი ჩართული იყო არაერთ სამეცნიერო პროექტში, მათ შორის TEMPUS grant projects. მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი მიმართულებებია ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება,, პროგრამირება.
მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში და კონფერენციების შრომებში, მათ შორის Springer-ისა და IEEE-ის პლატფორმებზე.
დოქტორი მშვიდობაძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და საკუთარი კვლევები წარადგინა აშშ-ში, უკრაინაში, პოლონეთში, თურქეთსა და საქართველოში გამართულ სამეცნიერო ფორუმებზე. მისი კვლევითი საქმიანობა მიზნად ისახავს ტექნოლოგიების თეორიული მიღწევების პრაქტიკულ გამოყენებას განათლებისა და ბიზნეს სექტორის განვითარებისათვის.
აკადემიური საქმიანობის პარალელურად, იგი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში, ხელმძღვანელობს საბაკალავრო სტუდენტების კვლევით ნაშრომებს და მონაწილეობს თანამედროვე სასწავლო პროგრამების განვითარებაში. სხვადასხვა პერიოდში მას უსწავლებია საგნები, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებაში, ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროგრამირების ენები.
დოქტორი თინათინ მშვიდობაძე თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
იგი არის სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი, მათ შორის - Emerging Technologies and Engineering Journal (ETEJ), International Association of Engineers (IAENG) და ექსპერტი Migration Research Hub.
მისი სამეცნიერო საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და პროგრამირების განვითარებას.