პერსონალი
დოქტორი თინათინ მშვიდობაძე არის კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარი. 2023 წლიდან იგი იკავებს ასისტენტ პროფესორის პოზიციას ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლაში.
თინათინ მშვიდობაძემ კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორის ხარისხი მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2009 წელს. ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს ინფორმატიკის ბაკალავრის ხარისხი (1995).
დოქტორანტურის პერიოდში, თინათინი ჩართული იყო არაერთ სამეცნიერო პროექტში, მათ შორის TEMPUS grant projects. მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი მიმართულებებია ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება,, პროგრამირება.
მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში და კონფერენციების შრომებში, მათ შორის Springer-ისა და IEEE-ის პლატფორმებზე.
დოქტორი მშვიდობაძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და საკუთარი კვლევები წარადგინა აშშ-ში, უკრაინაში, პოლონეთში, თურქეთსა და საქართველოში გამართულ სამეცნიერო ფორუმებზე. მისი კვლევითი საქმიანობა მიზნად ისახავს ტექნოლოგიების თეორიული მიღწევების პრაქტიკულ გამოყენებას განათლებისა და ბიზნეს სექტორის განვითარებისათვის.
აკადემიური საქმიანობის პარალელურად, იგი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში, ხელმძღვანელობს საბაკალავრო სტუდენტების კვლევით ნაშრომებს და მონაწილეობს თანამედროვე სასწავლო პროგრამების განვითარებაში. სხვადასხვა პერიოდში მას უსწავლებია საგნები, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებაში, ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროგრამირების ენები.
დოქტორი თინათინ მშვიდობაძე თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
იგი არის სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი, მათ შორის - Emerging Technologies and Engineering Journal (ETEJ), International Association of Engineers (IAENG) და ექსპერტი Migration Research Hub.
მისი სამეცნიერო საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და პროგრამირების განვითარებას.