იტვირთება...
გრძელდება სტატიების მიღება გრუნის სამეცნიერო ჟურნალისათვის „აკადემიური მაცნე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრძელდება სტატიების მიღება გრუნის სამეცნიერო ჟურნალისათვის „აკადემიური მაცნე“

გრუნის სამეცნიერო ჟურნალისათვის - „აკადემიური მაცნე“, სტატიების მიღების ვადა გაგრძელდა მიმდინარე წლის 20 ოქტომბრამდე. აღსანიშნავია, რომ „აკადემიური მაცნე“ განთავსებულია ერიჰ პლუსის (ERIH PLUS)-ის ბაზაში.ჟურნალი ქვეყნდება წელიწადში ერთხელ, ონლაინ სახით. უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან სტატიებს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკვლევი ობიექტისადმი ინტერდისციპლინურ მიდგომას, მეცნიერების ახალი დარგების წარმოჩენას, უახლესი სტატისტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, სტატიაზე მუშაობის პროცესში უცხოელი მეცნიერების მონაწილეობას.

 

ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკასა და ნაშრომის გამოქვეყნების მოთხოვნებს, გამოსაქვეყნებლად არ განიხილება.

 

შენიშვნა: დოქტორანტებს სტატიების გამოქვეყნება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევრებთან თანაავტორობით.

 

სექციები - სამეცნიერო მიმართულება:

ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედიცინა და სხვ.

 

„აკადემიური მაცნეს“ სარედაქციო მოთხოვნები იხილეთ ბმულზე:

https://gruni.edu.ge/other_content/index/736/1445595987

 

„აკადემიური მაცნეს“ 2024 წლის ნომერი:

https://gruni.edu.ge/uploads/files/akademiuri_macne/2024/%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94_2024.pdf

 

დამატებითი ინფორმაცია:

https://gruni.edu.ge/other_content/index/733/1445595987