გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი - დოქტორი ღასან ხალილი, 2024 წლის 7 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო ლიდერობის კურსს ჩაატარებს.
აღნიშნული კურსის ფარგლებში პროფესიონალები, მათ შორის, პრაქტიკოსები საჯარო და კერძო სექტორებიდან, სიღრმისეულად გაეცნობიან ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის პრინციპებსა და პრაქტიკას. შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც გამოადგებათ სხვადასხვა ლიდერულ პოზიციაზე მუშაობისას.
დოქტორ ღასან ხალილის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მიიღო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, საერთაშორისო და აკადემიურ ინსტიტუციებში, ეფუძნება მხარდაჭერითი, ღირებულებებზე დაფუძნებული და ტრანსფორმაციული ლიდერობის პრინციპებს. მან 30-წლიანი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია სამართლებრივი რეფორმების, ადამიანის უფლებების, სტრატეგიული დაგეგმვის, ტრანსფორმაციული სოციალური პოლიტიკის, განათლების რეფორმებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მეშვეობით. ის, ასევე, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში, მუშაობდა ექსპერტად განათლების სფეროში და მონაწილეობდა კურიკულუმებისა და ტრენინგის მეთოდოლოგიის შემუშავებაში. ამავდროულად, ღასან ხალილი გახლავთ მრავალი წიგნისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.
დოქტორი ღასან ხალილი ფლობს სორბონის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს და არჩეულია საქართველოს ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.
აღნიშნული ლიდერობის კურსი მოიცავს ოთხ ძირითად თემას:
- ლიდერობის ხელახალი განსაზღვრა;
- ზეგავლენის მოხდენის პროცესი;
- ადაპტაციური ლიდერობა მენეჯმენტის სრულყოფისთვის;
- რეფლექსიური ლიდერობა.
კურსის განრიგისა და დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ დღის წესრიგი.
საქართველოს მოქალაქეებისთვის კურსის ღირებულება შეადგენს 600 ლარს, ხოლო უცხოეთის მოქალაქეებისთვის - 450 დოლარს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ლექციები და ინტერაქციული დისკუსიები გაიმართება ყოველდღიურად.
დისკუსიებსა და აქტივობებში თავისუფლად მონაწილეობისთვის საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა B1/B2დონეზე.
კურსზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი.
ინფორმაცია გადახდის შესახებ:
კურსის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე - saladze.lili18@gruni.edu.ge