საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 7 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე (გარდა კვირისა);
იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულებულება.
მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ (გააქტიურდება 7 სექტემბრიდან) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი (ივსება ადგილზე);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
- სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის;
- CV თანდართული ფორმით;
- რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი.
შენიშვნა:
- მხოლოდ 2022-23 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის, დიპლომის არქონის შემთხვევაში, შეიძლება ცნობის წარმოდეგენა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება.
- კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოკონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია ფსიქოლოგიაში;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია;
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:
სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22
მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004
გაითვალისწინეთ! რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლისა და მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდის შემდეგ.
ელექტრონული რეგისტრაცია გაიარე აქ (გააქტიურებულია)
უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გასაუბრება ყველა პროგრამაზე, შესაბამის სკოლებში ჩატარდება:
გასაუბრება სპეციალობაში - 2023 წლის 20 სექტემბერი, 12:00 საათიდან;
გასაუბრება უცხო ენაში - 2023 წლის 21 სექტემბერი, 12:00 საათიდან;
ა. სამართლის სკოლა - კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდა/გასაუბრება ჩააბაროს არჩევით, მიმართულებების მიხედვით. საკითხები იხილეთ:
გასაუბრება უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული) - სტანდარტული B2 დონის შესაბამისად;
ბ. ბიზნესისა და მართვის სკოლა - საკითხები იხილეთ;
გასაუბრება ინგლისურ ენაში - სტანდარტული B2 დონის შესაბამისად;
გ. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა - საკითხები იხილეთ;
გასაუბრება ინგლისურ ენაში - სტანდარტული B2 დონის შესაბამისად;
დ. ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა სკოლა - პროგრამების მიხედვით საკითხები იხილეთ:
- მასობრივი კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - საკითხები იხილეთ;
გასაუბრება უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული) - სტანდარტული B2 დონის შესაბამისად; - კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირება - საკითხები იხილეთ;
გასაუბრება ინგლისურ ენაში - სტანდარტული B2 დონის შესაბამისად;
უცხო ენის გასაუბრებისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერთიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ ALTE B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, სადაც სწავლა განხორციელდა ინგლისურ ან გერმანულ ენებზე.
უცხო ენის საკითხები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული).
გასაუბრების შედეგების გამოქვეყნება - 2023 წლის 22 სექტემბერი;
სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის - 2023 წლის 26 სექტემბერიდან 27 სექტემბრის ჩათვლით.
რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ - არაუგვიანეს 2023 წლის 1 ოქტომბრისა.