დასაქმების ახალი შესაძლებლობები პაშა ბანკისგან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასაქმების ახალი შესაძლებლობები პაშა ბანკისგან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა პაშა ბანკთან და ამით თავის სტუდენტებს მისცა დასაქმების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

 

სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელს თამარ გამსახურდიასა და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსს მერი ლომიას გააცნეს ბანკის საქმიანობა და პრიორიტეტები, სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა და დღეისათვის არსებული ვაკანსიები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სტუდენტთა შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.

 

შეხვედრაზე პაშა ბანკის ტალანტების მოზიდვისა და განვითარების ოფიცერმა ქეთევან ხიდეშელმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესთავაზა გაყიდვის ოფიცრის ვაკანსია ფინანსების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის.

 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ოქტომბრის ბოლოს ბანკი უნივერსიტეტს წარუდგენს სტუდენტთა სტაჟირების პროგრამასაც.

 

პაშა ბანკის შეთავაზება სტუდენტებს