გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (მაკედონია) ურთიერთთანამშრომლობით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა ევრაზიის VII მულტიდისციპლინარული ფორუმი.
ფორუმი გახსნეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის პრეზიდენტმა იოვან შოპოვსკიმ.
ფორუმის მუშაობაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მკვლევარებმა ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.
პლენარული სესიის დასრულების შემდეგ პროფესორმა მამუკა თავხელიძემ იოან შოპოვსკის გადასცა საპატიო პროფესორის დიპლომი, რომელიც მას მიენიჭა აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით სტუდენტთა და მეცნიერთა განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა სექციური მუშაობა. მეცნიერ-მკვლევარებს შესაძლობლობა მიეცათ გაცნობოდნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მიღწევებს, გაეზიარებინათ საკუთარი კვლევის შედეგები და გამოცდილება.
ფორუმის დასრულების შემდეგ დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და უცხოეთის უნივერსიტეტებს შორის.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26; ჯოვან შოპოვსკი - ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტი contact@emforum.eu