ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის გიორგი ხუროშვილის დისერტაციის დაცვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის გიორგი ხუროშვილის დისერტაციის დაცვა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შედგა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, გიორგი ხუროშვილის დისერტაციის დაცვა თემაზე: „იერუსალიმი და ათენი, როგორც ინტერკულტურული ფილოსოფიის პარადიგმა“

 

დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდნენ: ფილოსოფიის დოქტორი თენგიზ ირემაძე და ფილოსოფიის დოქტორი ჰელმუტ შნაიდერი.

 

ოფიციალური შემფასებლები(ოპონენტები): ლალი ზაქარაძე-ფილოსოფიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გიორგი ბარამიძე-ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების თავმჯდომარე.

 

საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - გიორგი ხუროშვილს მიენიჭოს ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.

 

 

საკონტაქტო პირი: მაია გოგიაშვილი; m.gogiashvili@gruni.edu.ge