დაიბადა 1962 წლის 18 თებერვალს თბილისში.
1984 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის, თანამედროვე ტექნოლოგიების ინჟინერ-პედაგოგის კვალიფიკაცია.
1984 წლიდან მუშაობს ქ. თბილისში 38-ე ტექნიკურ სასწავლებელში წარმოების უფროსად, კითხულობს ლექციებს ინფორმატიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში.
1986 წლიდან, 1992 წლამდე მუშაობს ქ. თბილისში სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სპეც. ელექტრო ტექნოლოგიების კათედრაზე, მეცნიერ თანამშრომლის, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, დანერგილი აქვს თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიები.
1989 წლიდან 1992 წლამდე არის უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის, ე. ო. პატონის სახელობის ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი, სპეც. ელექტრო ტექნოლოგიების ექსპერტი.
1992 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში სპეციალური ოპერატიული ტექნიკის მასწავლებლის, შემდეგ უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე, ამავე პერიოდში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
2001 წელს ამთავრებს პოლიციის აკადემიას ენიჭება იურისტის კვალიფიკაცია, რის შემდეგ, 2005 წლამდე აგრძელებს მუშაობას შსს პოლიციის აკადემიის კრიმინალისტიკის უფროს მასწავლებლად;
2005-2006 წ. შსს გლდანი ნაძალადევის სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი, საგამოძიებოს უფროსი;
2006-2007 წლის 7 ნოემბრამდე შსს კრიმინალისტიკის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
სერთიფიცირებულია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ამერიკის სახელწიფო უსაფრთხოების (DTRA) და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) შემდეგი სერთიფიკატებით:
- Basic Crime investigation Training of Trainers Course - კრიმინალური გამოძიების მასწავლებლი;
- Advanced Crime investigation Training of Trainers Course - კრიმინალური გამოძიების მასწავლებლის ძირითადი კურსი;
- Field Training Officers Training of Trainers Course - კრიმინალური გამოძიების მასწავლებლის აღმზრდელი (ტრეინერი);
- Department of Defense threat reduction agency & Federal Bureau of Investigation WMD Criminal investigations Course - განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიების კურსი;
- Federal Bureau of Investigation Laboratory Division- კრიმინალისტ სპეციალისტის კურსი;
1999 წლიდან მუშაობს გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელად, იურიდიული სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე მიჰყავს სალექციო კურსი კრიმინალისტიკაში და გამოძიების მეთოდოლოგიაში; 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "დაკითხვის თანამედროვე პრობლემები სისხლის სამართალწარმოებაში და კრიმინალისტიკაში". არის ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
2008 წლიდან - მიწვეული პროფესორი ქართულ ამერიკულ, ბრიტანულ და კავკასიის უნივერსიტეტების სამართლის სკოლაში;
2010 წლიდან დღემდე არის მიწვეული პროფესორი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში „American Bar Association Rule of Law Initiative“ - მონაწილეობას ღებულობს საქართველოს იურისტების გადამზადებაში კრიმინალისტიკის მიმართულებით, რისთვისაც მიღებული აქვს მადლობის სერთიფიკატი „American Bar Association Rule of Law Initiative-for his time, effort and instruction of Georgian Defense Lawyers in Forensics / Expert Witnesses“.
გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია.
მშობლიური ენის გარდა კარგად ფლობს რუსულ და გერმანულ ენას.
ჰყავს მეუღლე და შვილი.
სამართლის დოქტორი, მოწვეული პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს წევრი. „კრიმინალისტიკის სწავლების და ექსპერტიზის ცენტრი“ - დირექტორი. The head of the Criminalistics Laboratory.