დაიბადა 1959 წლის 25 იანვარს, გურჯაანში.
1985 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1981-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე: სხდომის მდივნად, უფროს ინსპექტორად, მოქალაქეთა საჩივრებისა და მისაღები განყოფილების კონსულტანტად, პრეზიდიუმისა და პლენუმის სამდივნოს კონსულტანტად.
1987 წლის ივლისში არჩეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
1988 წლის ნოემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.
1998 წლის მაისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლედ.
1998-2000 წლებში არჩეული იყო უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილედ.
2000 წლის მარტში წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2000 წლის მაისში არჩეულ იქნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ახალი ვადით.
2000 წლის ივნისიდან არჩეულ იქნა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის თავმჯდომარედ, იმავდროულად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.
2001-2005 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
2004 წელს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „კასაცია სამოქალაქო სამართალწარმოებაში“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
2000-2004 წლებში გაიარა სამეცნიერო -პრაქტიკული სტაჟირება გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2005 წლიდან კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული პროფესორი.
2006 წლიდან 2013 წლის სექტემბრამდე საქართველოს ტექნკური უნივერსიტეტის ბიზნეს–ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია, ხოლო 2013 წლის სექტემბრიდან არის პროფესორი.
2010 წლიდან 2014 წლის იანვრამდე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2014 წლის იანვრიდან – პროფესორი.
2013 წლიდან დღემდე არის აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი.
2008 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს -ინჟინერინგის ფაკულტეტის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
2010 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო–პრაქტიკული ჟურნალის „თემიდა“–ს სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე.
2010 წლიდან დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი.
2000-2005 წლებში იყო ჟურნალის „ВЕСТНИК” Верховного Суда Грузии - სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.
ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორის - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარის თანაავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზატორი და მონაწილე.
არის 13 დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით წარმატებით იქნა დაცული 3 სადოქტორო დისერტაცია. არის არაერთი სახელმძღვანელოს თუ სხვა სამეცნიერო ნაშრომების რედაქტორი და რეცენზენტი, აგრეთვე, ათეულობით სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი.
2006 წლიდან დღემდე არის შპს „ქართული ცემენტის“ („ჰაიდელბერგ ჯგუფი“) სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი.
ჰყავს მეუღლე - ლალი კვეზერელი, პროფესიით ექიმი და 2 შვილი, თენგიზი და მარიამი.