პერსონალი
დაიბადა 23. 09. 1964
1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1989–1990 წწ. - ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტი სახელმწიფოსა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.
1992–1997 წწ. - ჰუმბოლდტის სახელობის ბერლინის (გერმანია) უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
1997 წელს ჰუმბოლდტის სახელობის ბერლინის (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
1998-2005 წწ. - საქართველოს იუსტიციის სასწავლო (სამოსამართლეო სწავლების) ცენტრის გამგეობის წევრი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი.
1999-2001 წწ. - TACIS-EU-პროექტის ექსპერტი სისხლის სამართლის სამოსამართლეო სწავლების საკითხებში.
1998–2005 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი.
1998-2001 წწ. - საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი.
2001–2004 წწ. - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
1999–2006 წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
2000–2005 წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
2001–2003 წწ. - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობისა და რომის სტატუტის იმპლემენტაციის საკითხებში (პროფ. კ. კრესთან თანამშრომლობით).
2005–2008 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2007–2012 წწ. - საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი.
2012 წლიდან - იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი საბჭოს სისხლის სამართლის რეფორმისა და მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფების წევრი.
2013 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.
2013 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი.
მერაბ ტურავა არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
სრულყოფილად ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
You are logged in as admin, Sign out