იტვირთება...
კლინიკური როტაცია კალიფორნიის შტატში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კლინიკური როტაცია კალიფორნიის შტატში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, დავით დანელიამ, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავების მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში, ნეიროქირურგიული კლინიკური როტაცია გაიარა.

 

როტაციის ფარგლებში, დავით დანელიას შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა თანამედროვე ნეიროქირურგიულ პრაქტიკას და მონაწილეობა მიეღო კლინიკურ პროცესებში Dr. Kevin Yoo-ს ხელმძღვანელობით. მიღებული გამოცდილება სტუდენტისათვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა როგორც პროფესიული ცოდნის გაღრმავების, ისე ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სისტემისა და კლინიკური მუშაობის სტანდარტების გასაცნობად.

 

კლინიკური როტაციის განმავლობაში სტუდენტი გაეცნო ნეიროქირურგიული პაციენტების დიაგნოსტიკის, შეფასების, მკურნალობის დაგეგმვისა და პაციენტის მართვის სხვადასხვა ეტაპს. ამასთანავე, მას შესაძლებლობა ჰქონდა, დაკვირვებოდა თანამედროვე ნეიროქირურგიულ მიდგომებსა და კლინიკურ გადაწყვეტილებებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი ექიმისათვის.

 

აშშ-ში მიღებულმა გამოცდილებამ დავით დანელიას მისცა შესაძლებლობა, საკუთარ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა კლინიკურ გარემოში პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაეკავშირებინა და ამით განევითარებინა პროფესიული უნარები და კლინიკური აზროვნება.

 

როტაციის დასრულების შემდეგ დავით დანელიამ Dr. Kevin Yoo-საგან რეკომენდაციის წერილიც მიიღო, რომელიც ახალგაზრდა სპეციალისტს დაეხმარება, როგორც კლინიკური შესაძლებლობების, ისე სპეციალიზებული სამედიცინო განათლებისა და პროფესიული კარიერის განვითარებაში.

 

სტუდენტებისთვის საერთაშორისო კლინიკური გამოცდილების გაზიარება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რათა ახალგაზრდებმა შეიძინონ ახალი გამოცდილება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განივითარონ პროფესიული უნარები.