გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია: “ციფრული მმართველობის თანამედროვე ტენდენციები“.
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ, სტუდენტებთან განიხილა სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ციფრული მმართველობის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და საჯარო სერვისების გაციფრულების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო სექტორში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობას საჯარო მმართველობის განვითარებაში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ციფრული მმართველობის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და პრაქტიკული გამოცდილების, ასევე, საჯარო მმართველობის თანამედროვე გამოწვევებისა და ინოვაციური მიდგომების გაცნობას.
დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების საჯარო ლექციები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებასა და საჯარო მმართველობის სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომების გაზიარებას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა