იტვირთება...
ტრენინგი: პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი: პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის პერსონალისთვის ჩაატარა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული ტრენინგი: „პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის“.

 

ტრენინგის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ სამედიცინო კომუნიკაციის თავისებურებებს - შეისწავლეს მტკიცებულებათა ბაზაზე შემუშავებული, პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაზარდონ მკურნალობის ეფექტურობა, მართონ პაციენტებთან კონფლიქტური სიტუაცია, დაიხმარონ პაციენტი მკურნალობის პროცესში მისი მონაწილეობითა და მოტივაციის ამაღლებით, გაზარდონ კმაყოფილი პაციენტების რაოდენობა და მნიშვნელოვნად შეამცირონ სამედიცინო შეცდომების განვითარების რისკი.

 

მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატი და მიენიჭათ 6 უპგ ქულა.

 

ტრენინგს უძღვებოდა ჯანდაცვის მაგისტრი, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი სოფიო გოგელაშვილი.