იტვირთება...
გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრსა და ISLE Association-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრსა და ISLE Association-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრსა და ISLE Association-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

ISLE Association წარმოადგენს საერთაშორისო, მულტიდისციპლინურ ქსელს, რომელიც აერთიანებს მდგრადი განვითარების მიმართულებით განათლებისა და კვლევის სფეროში მომუშავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მკვლევრებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსექტორსა და საჯარო ინსტიტუტებს. ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით მდგრადი განვითარების ხელშეწყობისაკენ.

 

მემორანდუმის მიზანია განათლებისა და კვლევის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის პრინციპების საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირება და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება.

 

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და აკადემიური პუბლიკაციების მომზადებას, საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობას, სასწავლო კურსებისა და საგანმანათლებლო მასალების შემუშავებას, საერთაშორისო კონფერენციებისა და ვებინარების ორგანიზებასა და ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. ამასთან, მემორანდუმის მიზანია აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობების გაფართოება.

 

თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია: მდგრადი ბიზნესი, კორპორაციული მდგრადობა და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხები, პასუხისმგებლიანი ლიდერობა, მდგრადი ტურიზმი და აგროტურიზმი, სოციალური ინოვაციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტთა ჩართულობას საერთაშორისო პროექტებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებში.

 

პარტნიორობა ხელს შეუწყობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური და პროფესიული კავშირების გაფართოებასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარებას.