2026 წლის 24 ოქტომბერს, გრუნის სამართლის სკოლის პირველკურსელებისთვის ჩატარდა ინტერაქტიული ტრენინგი „მედიაცია, მოლაპარაკების ხელოვნება და კონფლიქტის მართვის თანამედროვე გზა“, რომელსაც 60-მდე პირველკურსელი ესწრებოდა.
სტუდენტები გაეცნენ მედიაციის ძირითად პრინციპებს, მოლაპარაკების ეფექტურ სტრატეგიებსა და კონფლიქტის მართვის თანამედროვე მიდგომებს.
შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მოლაპარაკების ეფექტური სტრატეგიების, მედიაციის პრინციპებისა და კომუნიკაციის მნიშვნელოვანი უნარების შესახებ, აქტიურად შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები და ჩაერთნენ ჯგუფურ აქტივობებსა და დისკუსიებში. ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო ტესტებსა და უკუკავშირს, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თითოეული სტუდენტისAთვის.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა