იტვირთება...
ნათია კუპრაშვილის საჯარო ლექცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნათია კუპრაშვილის საჯარო ლექცია გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვევით, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ნათია კუპრაშვილმა, მონაცემთა ჟურნალისტიკის სალექციო კურსის ფარგლებში, სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია, რომელზეც განიხილეს თანამედროვე ჟურნალისტიკაში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების, მონაცემების დამუშავებისა და ინფორმაციის აუდიტორიისთვის გასაგებად მიწოდების საკითხები.

 

სტუმარმა სტუდენტებს გაუზიარა გამოცდილება: როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი დამხმარე ინსტრუმენტად ისე, რომ ადამიანური ისტორიები და კონკრეტული, გადამოწმებული ამბის თხრობა მთავარ ღირებულებად დარჩეს. ისაუბრა, ასევე, Canva-სა და ღრუბლოვანი (Cloud) სერვისების გამოყენების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ციფრული ხელსაწყოების მნიშვნელობისა და მის მიერ დაფუძნებული მედიაპროექტის — AI-News- შესახებ.

 

შეხვედრა გახსნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ნინო შოშიტაშვილმა, ხოლო ლექცია წარმართა საგამოძიებო და მონაცემთა ჟურნალისტიკის სალექციო კურსის ხელმძღვანელმა ელისო ჩაფიძემ.

 

 სტუდენტების შეფასებით, ამგვარი შეხვედრები პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე ციფრული უნარების მნიშვნელობის გააზრების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

 

ნათია კუპრაშვილი ჟურნალისტიკის რესურსცენტრის დამფუძნებელია. 2024 წელს ორგანიზაციამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო მიიღო დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის.