იტვირთება...
გრუნიმ ტალინის უნივერსიტეტისა და ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიმ ტალინის უნივერსიტეტისა და ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა


2026 წლის 29 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ტალინის უნივერსიტეტისა და საქართველოში ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი არსებული აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თამარ ლაღიძემ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ, საქართველოში ესტონეთის საელჩოს კონსულთან, დიმიტრი მირონოვთან და ტალინის უნივერსიტეტის ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამების მენეჯერთან, ანა კუზნეცოვასთან, განიხილეს: ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების, აკადემიური გაცვლებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების შესაძლებლობები.

 

გრიგოლ რობაქიძისა და ტალინის უნივერსიტეტებს უკვე აქვთ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება: Erasmus+ -ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გრუნის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები იმყოფებოდნენ ტალინის უნივერსიტეტში, ხოლო ტალინის უნივერსიტეტის პროფესორს გრუნიმ უმასპინძლა.

 

ამჟამად დაგეგმილია გრუნის სამართლის მიმართულების სტუდენტის ერთსემესტრიანი სასწავლო მობილობა ტალინის უნივერსიტეტში, რომელიც სრულად დაფინანსდება.

 

შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა ანა კუზნეცოვამ გრუნის სტუდენტებისთვის საინფორმაციო სესია გამართა. მან სტუდენტებს გააცნო ტალინის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე , საზაფხულო და ზამთრის სკოლები და მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები. სტუდენტებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ტალინში სტუდენტური ცხოვრების, საცხოვრებელი ხარჯების, უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურებისა და ესტონეთში სწავლის პრაქტიკული საკითხების შესახებ.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი კვლავ აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, რაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებასა და საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ემსახურება.