2026 წლის 24 ოქტომბერს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო დისციპლინების: ტურიზმის გეოგრაფია, საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები და მასპინძლობის მენეჯმენტი, ფარგლებში, შიდა ქართლში, ძამას ხეობაში იმყოფებოდნენ.
სასწავლო-შემეცნებითი ტური განხორციელდა უნივერსიტეტის დაფინანსებითა და ასოცირებული პროფესორების - მაკა ფირანაშვილისა და ერეკლე უგრელიძის ორგანიზებით.
სტუდენტები პრაქტიკულად გაეცნენ ტურის დაგეგმვის მთავარ კომპონენტებს, მარშრუტის შერჩევასა და ტურის მოდელირებას, ამასთან, თავადაც მონაწილეობდნენ მის მომზადებაში. ახალგაზრდებმა მოინახულეს: ყინწვისის მონასტერი, სამწევრისისა და ორთუბნის დედათა მონასტრები, სარკინეთის მამათა მონასტერი.
სასწავლო - საგანმანათლებლო გასვლითი ტურები ეხმარება სტუდენტებს, შეისწავლონ საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები, გაანალიზონ თეორიულად მიღებული ცოდნა და პრაქტიკულად შეასრულონ მიღებული დავალებები.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა