იტვირთება...
კონფერენცია საფრანგეთის სენატში: „ფუნქციური ეკონომიკა: პერსპექტივები 2027 წლისთვის“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონფერენცია საფრანგეთის სენატში: „ფუნქციური ეკონომიკა: პერსპექტივები 2027 წლისთვის“


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი, ნინო ცხოვრებაშვილი, 2026 წლის 14 სექტემბერს საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატში, სენატში, გამართული კონფერენციის „ფუნქციური ეკონომიკა: პერსპექტივები 2027 წლისთვის“ მუშაობაში მონაწილეობდა.

 

სენატორების ინიციატივით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტარები, სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები, ბიზნესის ხელმძღვანელები, ასოციაციების წევრები და მკვლევრები.

 

შეხვედრის მთავარი მიზანი 2027 წლის საკანონმდებლო და მარეგულირებელი წინადადებების შემუშავება გახლდათ.

 

კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ მნიშვნელოვან საკითხს:

  • ფუნქციური ეკონომიკის მოდელს (EFC), რომელიც გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობის ისეთ მიდგომას, რომელიც მატერიალური ნივთების გაყიდვასა და საკუთრებაში ფლობასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს მათი გამოყენების ეფექტიანობას. ამ მოდელის მიზანია რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება და ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ღირებულების შექმნა;
  •  საფრანგეთის AGEC კანონს — ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ. აღნიშნული კანონი, მიზნად ისახავს ეკონომიკური მოდელის გარდაქმნას და ხაზოვანი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას.

 

აღნიშნული საკითხების განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პირობებში. ეს თემები ასევე მნიშვნელოვანია გრუნის პროფესორისთვისაც, როგორც საფრანგეთის ხელოვნური ინტელექტის ჰაბის საკანონმდებლო ჯგუფის წევრისთვის.

 

კონფერენცია წარმომადგენლობითი იყო, საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: კორინ ლეპაჟი - საფრანგეთის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი; ფაბრის ბონიფე - მდგრადი განვითარების დირექტორთა კოლეგიისა და GenAct-ის პრეზიდენტი; სედრიკ კონრადი - წამყვანი ფრანგული კომპანიის, Loxam-ის, მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დირექტორი.

 

საფრანგეთის სენატში გამართული კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ფუნქციური ეკონომიკის, ცირკულარული განვითარების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მდგრადი ეკონომიკური მოდელების შესახებ გამოცდილების გასაზიარებლად, საგულისხმოა, რომ ამ გლობალური პროცესების განვითარებაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და მის აკადემიურ პერსონალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.