იტვირთება...
გიორგი მაქარაშვილის საჯარო ლექცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გიორგი მაქარაშვილის საჯარო ლექცია გრუნიში


მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის ცენტრისა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის, გრუნის კურსდამთავრებულის, გიორგი მაქარაშვილის, საჯარო ლექცია.

 

მოწვეულმა სტუმარმა სამართლის სკოლის სტუდენტებთან განიხილა საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების საკითხები, დეტალურად გააცნო ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სპეციფიკა და თავისებურებები.

 

შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა. უნივერსიტეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა და წარმატებულმა კურსდამთავრებულმა საპარლამენტო საქმიანობის გარდა ისაუბრა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, რამაც მნიშვნელოვანწილად შექმნა კიდეც მისი წარმატების ისტორია.