2026 წლის 20 ოქტომბერს საუნივერსიტეტო გარემოსთან სწრაფი ადაპტირების მიზნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახლად მოწვეული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა ტრადიციული საინფორმაციო სემინარი.
პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში გამართული სწავლების ცალკეულ თემატურ სექციებს უძღვებოდნენ: რექტორის მოადგილე იურიდიულ და საორგანიზაციო საკითხებში, პროფესორი გულნაზ გალდავა; რექტორის მოადგილე სამეცნიერო კვლევის საკითხებში, პროფესორი ვახტანგ ჭარაია; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიგა თვაური; პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრია ბერიძე; ადამიანური რესურსების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ყუბანეიშვილი; ელექტრონული ბაზების ადმინისტრატორი დავით ბიკოევი.
სემინარის მონაწილეები გაეცნენ: უნივერსიტეტის მისიას, საუნივერსიტეტო საზოგადოების ეთიკის კოდექსს, აკადემიური თავისუფლების პრინციპებს, სტუდენტებთან ურთიერთობის ტაქტიკას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგულაციებს;
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს განუმარტეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, პერსონალის შეფასების შედეგების გამოყენებისა და უკუკავშირის პრინციპები, პროგრამის/სილაბუსის შემუშავების, ცვლილებების შეტანისა და დამტკიცების წესები, სწავლა-სწავლების ინტერაქტიური მეთოდები, პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმები, სტუდენტის მიერ შეფასების გასაჩივრების პროცედურები, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ნექსუსი) მუშაობის პრინციპები.
სემინარის მონაწილეებმა მიიღეს პასუხი ყველა კითხვაზე.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა