გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტებმა, ანა აბესაძემ და ლუკა მთიბელაშვილმა, ტეხასის A&M უნივერსიტეტში კვლევითი პრაქტიკა წარმატებით დაასრულეს. პრაქტიკა განხორციელდა ტეხასის A&M უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიურ საკითხებში უფროსი ასოცირებული დეკანისა და საგანმანათლებლო ლიდერობის კვლევითი ცენტრის (ELRC) დირექტორის, დოქტორ ბევერლი ჯ. ირბის, მენტორობით.
ანა აბესაძე და ლუკა მთიბელაშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის (ინგლისურენოვანი) დოქტორანტები არიან. კვლევითი პრაქტიკა მათი სადოქტორო პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მიზნად ისახავს კვლევითი კომპეტენციების გაძლიერებას, სადისერტაციო ნაშრომებზე მუშაობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო აკადემიურ გარემოში კვლევითი გამოცდილების მიღებას.
პრაქტიკა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო და 16 ოქტომბერს დოქტორანტების საბოლოო პრეზენტაციით დასრულდა. შეხვედრაზე დოქტორანტებმა წარმოადგინეს შესრულებული კვლევითი სამუშაო, ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და სადისერტაციო კვლევების განვითარების პროცესზე.
პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ გრუნის სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი, მაია გოგიაშვილი და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თამარ გამსახურდია.
პრაქტიკის განმავლობაში დოქტორანტებმა იმუშავეს სადისერტაციო კვლევაზე და გაანალიზეს თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა. პროცესი მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ კვლევით საქმიანობას, ისე დოქტორ ბევერლი ირბისთან აკადემიურ კონსულტაციებს. მისი პროფესიული გამოცდილება და მენტორობა დოქტორანტებს კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და აკადემიური ნაშრომების გაუმჯობესებაში დაეხმარა.
დისტანციურ ფორმატში განხორციელებულმა პრაქტიკამ დოქტორანტებს შესაძლებლობა მისცა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ესარგებლათ საერთაშორისო აკადემიური მენტორობით. საბოლოო პრეზენტაცია კი შესრულებული სამუშაოს გაზიარების, კვლევითი შედეგების შეჯამებისა და აკადემიური უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა იყო.
კვლევითი პრაქტიკა საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებთან კიდევ ერთი ადასტურებს უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობას სადოქტორო პროგრამების განვითარებისა და კვლევითი კომპეტენციების გაძლიერების მიმართულებით. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა ხელს უწყობს დოქტორანტების პროფესიულ და აკადემიურ განვითარებას და აძლიერებს უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო კავშირებს.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა