საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE იწყება!
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა ფინანსური განათლება (FinTech). სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები რეალური ფინანსური გამოწვევებისთვის
მონაწილეები იმუშავებენ შემდეგ გამოწვევებზე:
- ფინანსური სერვისების ინტეგრაცია;
- გრძელვადიანი დაგეგმვა;
- ფინანსური უსაფრთხოება;
- ყოველდღიური ფინანსები;
- მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები.
პირველადგილოსანი სტუდენტური გუნდი გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენცია WEB SUMMIT-ზე და მოიპოვებს 20,000 ლარის ოდენობის გრანტს.
კონკურსში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის, 17 წლის და უფროსი ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს. რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ გუნდურად. შიდა კონკურსის შედეგად, ჩვენს უნივერსიტეტს ფინალში წარმოადგენს 1 საუკეთესო გუნდი (2–4 სტუდენტი +1 მენტორი).
კონკურსის განრიგი:
- საინფორმაციო შეხვედრები & ვორკშოფები უნივერსიტეტში
- ონლაინ სესიები იდეის დახვეწასა და Pitch Deck-ის მომზადებაზე
- 26-30 ოქტომბერი: ინტენსიური ტრენინგები (AI/ML, Software Dev, მეწარმეობა), მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში.
- 2 ნოემბერი: Demo Day თბილისის ტექნოპარკში
პროექტის განმახორციელებელია: “ინოვაციური განათლების ფონდი”.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი
სარეგისტრაციო ფორმა: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა